ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს - თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა - არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს - თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა - არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

აქციაზე ვიდექი, რადგან რუსეთი არის მტერი , - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, თორნიკე გოშაძემ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
„აქციაზე ვიყავი, რათა უდანაშაულო ადამიანების ცემა გამეპროტესტებინა. ვიდექი იმისთვის, რომ მეთქვა: „რუსეთი არის მტერი“, - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.
როგორც მან აღნიშნა, დანაშაული არ ჩაუდენია და წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ დამნაშავედ მცნოთ. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ, უდანაშაულო ვარ", - განაცხადა თორნიკე გოშაძემ.
მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა, რომ საქმეზე სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.
„თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილების და ოცნების დარღვევა და საპყრობილეში გამომწყვდევა. დღეს თქვენ ხართ დაზარალებულიც, ბრალდებაც, დაცვაც, მოწმეც, ყველა მხარე. არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე და მიზეზი იმის, რატომ ? - ეს თქვენს სამართლიანობაზე იქნება დამოკიდებული," - მიმართა თორნიკე გოშაძემ მოსამართლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.