არქივი22 იანვარი, 2024, 07:24
“თოვლი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული” – გაფრთხილება ამინდის შესახებ
22-23 იანვარს საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან – ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე – ლიპყინული, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.