არქივი8 დეკემბერი 2023, 08:25
თოვის და ლიპყინულის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა
თოვის და ლიპყინულის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა. აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სხვა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.