ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თირკმლის უკმარისობის გამო კადიროვი კლინიკაში გადაიყვანეს

თირკმლის უკმარისობის გამო კადიროვი კლინიკაში გადაიყვანეს

უკრაინული მედია მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე (გურ) დაყრდნობით იუწყება, რომ
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის თირკმლის უკმარისობის გამო კლინიკაში დიალიზს გადის.
გურ-ს წყაროები იუწყებიან, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, ჩეჩნეთში, საკუთარ საავადმყოფოში იმყოფება — ოჯახის წევრები, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, მის სანახავად ჩავიდნენ.
Interfax-Ukraine და Ukrinform წერენ, რომ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, “ჩეჩნეთის ახალი ლიდერის კანდიდატის იდენტიფიცირების პროცესი მნიშვნელოვნად გააქტიურდა“.
გურ-მ ადრეც გაავრცელა ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. კერძოდ, 2023 წლის 15 სექტემბერს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ კადიროვი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.
Interfax-Ukraine-ს წყაროებმა აღნიშნეს, რომ კრემლისთვის ჩეჩნეთის ლიდერის პოსტზე ყველაზე მისაღებ ფიგურებს შორის არიან: ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე: მაგომედ დაუდოვი, მოხალისეთა ფორმირება “ახმატის” მეთაური აპტი ალაუდდინოვი და რამზანის უფროსი ვაჟი, ახმატ კადიროვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.