– ქართულმა ჯარმა უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! – ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც

ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ახლა კეკლუცის დრო არ არის, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი აცხადებს.
როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!
„მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს!
ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო!
ახლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება.
ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც! ა, ბურთი, ა, მოედანი!“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს