თინა ხიდაშელი: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის უბე­დუ­რე­ბად და ბო­რო­ტე­ბად მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ …

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­ზე ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტინ­ქტის მა­ტა­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, – ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, თინა ხი­და­შელ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან სწო­რად მოქ­მე­დებს.

“მე მას ხმას არ ვაძ­ლევ, პა­ტივს არ ვცემ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, ამ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის უბე­დუ­რე­ბად და ბო­რო­ტე­ბად მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ ის არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი ინ­სტინ­ქტე­ბის პო­ლი­ტი­კო­სი ამ მდგო­მა­რე­ო­ბით, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნის­თვის ძა­ლი­ან სწო­რად მოქ­მე­დებს“, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ჯერ­ჯე­რო­ბით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უშეც­დო­მოდ მოქ­მე­დებს.

“ჯერ­ჯე­რო­ბით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ უშეც­დო­მოდ მოქ­მე­დებს იმის მი­უ­ხე­და­ვად, მე რას ვფიქ­რობ. ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ არის ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარ­და, რომ­ლის სარ­ჩევ­ნო ხედ­ვე­ბი, ნა­ბი­ჯე­ბი უკვე სა­ხე­ზეა. მან კო­ა­ლი­ცია გა­ა­კე­თა. არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა? მან შე­მო­ი­ერ­თა სხვა პარ­ტია და თქვა: აგერ ბა­ტო­ნო, ჩემი კარი ღიაა, და­ვი­წყეთ კო­ა­ლი­ცი­ის შე­ნე­ბა და ვი­საც გინ­დათ მობ­რძან­დით“, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის თქმით, აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ 23 ნო­ემ­ბერს რამ­დე­ნი­მე ამ­ბავს შე­ი­ტყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პარ­ტი­უ­ლი თუ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ.

“რო­გორც ჩანს, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ვი­გებთ, პარ­ტია იყო­ფა კი­დევ ერთხელ თუ არა. ასე­ვე მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ლი­დერს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ. არ ვიცი, და­არ­ქმე­ვენ თუ არა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს, მაგ­რამ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­არ­ჩევ­ნო ლი­დერ­საც გა­მო­უ­ცხა­დე­ბენ“, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­და, თუ სხვა ვინ­მეს გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად, ეს “მათი მხრი­დან ძა­ლი­ან უგუ­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა“.

“რო­დე­საც ვამ­ბობ იმას, რომ ძა­ლი­ან სწორ და ჭკვი­ა­ნურ ნა­ბი­ჯებს დგა­მენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის­თვის, ერ­თა­დერ­თი სწო­რი და გო­ნი­ე­რი ნა­ბი­ჯი მათი მხრი­დან არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად გა­მო­ცხა­დე­ბა იმი­ტომ, რომ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ვინც შერ­ჩა ამომ­რჩევ­ლად, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლია, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ამომ­რჩე­ვე­ლი არ არის. ეს მგო­ნი, ყვე­ლამ იცის“, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­არ­ჩევ­ნო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ პო­ზი­ტი­უ­რია სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ის არის შე­ზღუ­დუ­ლი. არ აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა­ი­მე ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი. ამი­ტომ, ახლა მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ პარ­ტი­ა­ში მო­რი­გი გახ­ლე­ჩა, გან­ხეთ­ქი­ლე­ბა არ მოხ­დეს და მათი ამომ­რჩევ­ლის თუნ­დაც მცი­რე ნა­წი­ლის დაბ­ნე­უ­ლო­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ონ“,- გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე პარ­ტია “ლე­ლოს“ აძ­ლევს ხმას.

“ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­თორ­მე­ტე წე­ლია მუდ­მი­ვად იმის მტკი­ცე­ბა­ში არი­ან, ვის უფრო დიდი რქე­ბი აქვს. ამა­სო­ბა­ში, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სუ­პერ დიდი რქე­ბი თან­და­თან და­პა­ტა­რავ­და იმ ფონ­ზე, რა­საც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ახერ­ხებს და სჩა­დის ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში“, – გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ