თინა ხიდაშელი – თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და პრობლემატურია პეკინისთვის – “ქართულმა ოცნებამ” აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება

“ქართულმა ოცნებამ” – აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიაში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ჩინურ კომპანიებს მიმართა, მაშინ, როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკა “შუა დერეფანში”. ამ კონტექსტში მან ანაკლიის პორტი ახსენა.
“თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის, თეირანისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. და, სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ – “ქართულმა ოცნებამ” – აირჩია გზა, რომელიც ამ ავტორიტარულ რეჟიმებს ემსახურება, ნაცვლად წინააღმდეგობისა.
მათ ძირი გამოუთხარეს ინსტიტუტებს, გააყალბეს, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინეს, დააპატიმრეს ოპოზიციის ლიდერები, ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვეს ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ საარჩევნო ურნასთან გამოხატეს.
“ქართულმა ოცნებამ” კავშირები გააღრმავა ავტორიტარულ ძალებთან. მათ ჩინურ კომპანიებს დაუძახეს, მაშინ როდესაც ამერიკული კომპანიები დაბლოკეს “შუა დერეფანში” შესაძლებლობებისთვის. “ქართულმა ოცნებამ” სახელმძღვანელოს დონის შემთხვევა შექმნა ანაკლიის პორტზე, საიდანაც ამერიკულ-ქართული კონსორციუმი გააგდეს და ჩინურ კომპანიას მიეცა პირობა, რომ მოსულიყო. საბედნიეროდ, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან ძლიერი ინტერესია, რომ გზა გაუხსნან ამ ჩინურ კომპანიას”, – განაცხადა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)