ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა კანდელაკი: როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია

თინა კანდელაკი: როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია

პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ირაკლი კობახიძეს ეთანხმება და მის მოსაზრებას, რომ "საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს", სრულად იზიარებს და ციტირებს. კანდელაკმა დაადგინა, რომ სამი ტიპის პოლიტიკოსები არსებობენ და საკუთარი მოსაზრება ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

პუტინის რუპორი, საქართველოს ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს ლანძღავს:

"დიდი ხნის წინ დავადგინე, რომ არსებობს საპრეზიდენტო პოლიტიკოსების 3 მთავარი არქეტიპი. არიან ტრიბუნების პრეზიდენტები, რომლებიც უბრალო გარეგნობით გავლენას ახდენენ მასებზე, არიან კლოუნი პრეზიდენტები, როგორებიც არიან ზელენსკი და სააკაშვილი, რომლებიც ქვეყანას სიბნელეში აგდებენ და ბოლოს, არიან ნიჭიერი პრეზიდენტი-ადმინისტრატორები (და მათი სახელები ყველამ ვიცით).

მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს, მეგობრებო. თუ კონსერვატორი და პატრიოტი ხარ, ეს შესანიშნავია, თუ ლიბერალი და პატრიოტი ხარ, ეს ასევე შესანიშნავია. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, თუ ხარ სამშობლოს და ხალხის რიგითი მოღალატე.

ამიტომ, როდესაც პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტი არ ჰყავს, ის აბსოლუტურად მართალია. ნამდვილი პრეზიდენტი ყოველთვის იბრძვის თავისი ხალხის ინტერესებისთვის და არა იმისთვის, რომ მოეწონოს უცხოელ კურატორებს ვაშინგტონიდან. საქართველოს პრეზიდენტი, ქართველ ხალხთან მაინც რომ ჰქონოდა ურთიერთობა, არასოდეს შეეცდებოდა ქრისტიანული ფასეულობების წართმევას, დემოკრატიული ღირებულებების დამახინჯებული იდეის სანაცვლოდ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა მთლიანად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, სადღაც ვაშინგტონში ტელეფონმა რეკვა დაიწყო. ეს ზურაბიშვილი ცდილობს გაიგოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ და რატომ არ აძლევენ მეტ ფულს." წერს კანდელაკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.