ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - 31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას - მაქსიმალური გაერთიანება და ძალისხმევა არის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს

თინა ბოკუჩავა - 31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას - მაქსიმალური გაერთიანება და ძალისხმევა არის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს

31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ამასთან, მან სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა.
„განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას.
მათ შორის, განვიხილეთ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნა - პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს.
მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.