თინა ბოკუჩავა – 11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით

11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა “ოცნება” თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად მიმართავენ ძალადობას ოპოზიციონერი ქალების მიმართ, – ამის შესახებ ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა გამოეხმაურა “ხალხის ძალის” დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობა პროვოცირებული იყო ქალი ოპოზიციონერების მიერ და აღნიშნა, რომ “ოცნების” “სატელიტი”, რომ “ოცნების” მოძალადე კაც დეპუტატებს იცავს, ამაში გასაკვირი არაფერია.”
“ეს პარლამენტი, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდი არის ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, რაც კი მათ შორის “ოცნების” მმართველობის დროს მინახავს. 11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა “ოცნება”, როგორიც არის ახლა თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა ტიპის ძალადობას იყენებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. მათ ძალიან აღიზიანებს ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!