თინა ბოკუჩავა ჯეიმს მაკკლირს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის დელეგაციის წევრს, ჯეიმს მაკკლირს შეხვდა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯეიმს მაკკლირი ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს საკითხზე აქტიურობით არის ცნობილი, სადაც ის ყოველთვის ითხოვს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას, მათ შორის ბრიტანეთის სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წევრების მიმართ. ორმხრივი შეხვედრის დროს, მხარეებმა საგანგებო დებატები განიხილეს, რომელიც ხვალ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შედგება“, - აღნიშნულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.