თინა ბოკუჩავა – ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა – ვხედავთ, რომ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არჩევნების არაღიარების პოლიტიკა. ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არ აქვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, აუცილებელია აქტიური პროტესტი, რათა ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს არაღიარების პოლიტიკა, როცა ვხედავთ, რომ საერთაშორისო აღიარება ამ ტოტალურად გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს არ აქვს, მეორე მხრივ, აქტიურობა და ჩვენი პროტესტი, მათ შორის, ქუჩის პროტესტი, ერთიანი, კონსოლიდირებული ძალებით, რათა საქართველო დავიბრუნოთ”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე