თინა ბოკუჩავა – შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია , რომ მოხარული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ქვეყნის ინტერესი.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება წარმოდგენილი ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო სამიტზე, რომელიც ტარდება შვეიცარიაში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, მათ შორის უმაღლეს დონეზე აშშ-ის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ