თინა ბოკუჩავა – შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა ივანიშვილმა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს

შემოგვიერთდით 20 ოქტომბერს ერთობის მარშზე, რათა ივანიშვილმა არჩევნებამდე ბოლო გაფრთხილება მიიღოს – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” 17:00 საათზე გმირთა მოედანზე იკრიბება და თავისუფლების მოედნისაკენ გავემართებით, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავამ მათ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ერთობის მარშს შეუერთდნენ.
„20 ოქტომბერს, ისტორიულ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ერთობის მარში გაიმართება. 20 ოქტომბერს, 5 საათზე, თბილისის ხუთ ლოკაციაზე თბილისში ვიკრიბებით და თავისუფლების მოედნისკენ მოვდივართ. „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა” გმირთა მოედანზე იკრიბება. მინდა ვთხოვო ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს – შემოგვიერთდით. მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შემოგვიერთდით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ არჩევნებამდე ივანიშვილმა ბოლო გაფრთხილება მიიღოს, რომ საქართველო ევროპულ მომავალს არ დათმობს. ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია, ერთიანობით ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას“, ერთიანობით ვიმარჯვებთ. შევხვდებით 20 ოქტომბერს 5 საათზე გმირთა მოედანზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა