ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ქვეყნის შიგნით და გარეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება - ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა პროევროპული ძალების გაერთიანებაში მდგომარეობს

ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროევროპული ძალების გაერთიანებაში , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, რომ ერთობა შედგეს.
„ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი ევროპული არჩევანი არის გადასარჩენი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროდასავლური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების გაერთიანებაში და ამიტომ როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სწორედ, ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.