ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი განაცხადია 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად.
„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.