ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ფასების კატასტროფულად ზრდის, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ქვეყანა იცლება და ყველა ემიგრაციაში მიდის

დღეს, „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე, სიღნაღში, სოფელ საქობოში ჩავიდნენ, იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეხვდნენ და ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია, ქვეყნიდან წავიდეს.
„რამდენი ოჯახია, რომელიც, აი, ასე გახლეჩილია და უწევთ ქვეყნიდან წასვლა. რატომ?! იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, ფასები იზრდება, კატასტროფულად იზრდება! არც საკვებ პროდუქტზე აღარ ყოფნის ოჯახს ფული, არც მედიკამენტზე, საწვავზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. ამიტომ იძულებულია ამდენი ოჯახი ასე გაიხლიჩოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.