თინა ბოკუჩავა – სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპაში უმაღლეს დონეზე ნამდვილად დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ – უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება საერთო ძალისხმევით არ გაერთიანდება, ძალიან მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს.
„ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება. მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი ნამდვილად ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ და მანამდე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხედოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს