ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო „დღითიდღე ღარიბდება“.
„რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს. მათ შორის, დაფინანსება ლუგარის ლაბორატორიისთვის შეიზღუდა, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილში. ასევე, ისეთი მნიშვნელოვანი დაფინანსება შეჩერდა, როგორიც არის სკოლების და საავადმყოფოებისთვის გამოყოფილი დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია, მშენებლობა, მედ-პერსონალის და მასწავლებლების გადამზადება, რაც კიდევ ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დღითიდღე გვაღარიბებს და აუცილებელია 26 ოქტომბერს, ჩვენი ერთიანობით ხმა ცვლილებებს მივცეთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ დავიბრუნოთ აღნიშნული საერთაშორისო დახმარების პროგრამები, არამედ ჩვენი ურთიერთობა გადავიყვანოთ სრულიად ახალ სტრატეგიულ ჭრილში, სადაც საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და უმოკლეს ვადებში ევროკავშირის ღირსეული, წარმატებული წევრი სახელმწიფო გახდება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.