ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა - მნიშვნელოვანია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ

“რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანი, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ ოპოზიციის სარჩელს ხელი მოაწერა.
„რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის კონგრესში ხაზგასმით იყო საუბარი, რომ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის, ევროატლანტიკურ არჩევანს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.