ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას და მხოლოდ ჩინური, საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები შემოჰყავს

„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, რასაც ადასტურებს ის, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას და მხოლოდ ჩინური, საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები შემოჰყავს საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, „რუსული კანონის“ მიღებამ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ მას ჰყავს პრორუსული ავტოკრატიული ხელისუფლება“.
„რუსული კანონის“ მიღებამ საბოლოოდ, დაარწმუნა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორები, რომ დღეს საქართველოს ჰყავს არა პროდასავლური, არამედ პრორუსული ავტოკრატიული ხელისუფლება. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, საინვესტიციო გარემო არის მნიშვნელოვნად გაუარესებული და ამას გვიჩვენებს ის, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას. ერთადერთი, რომელი ეკონომიკური პარტნიორის მოზიდვაც შეძლო და მომავალშიც იმავეს აპირებს ივანიშვილის ხელისუფლება, არის ჩინური, საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები, რომლებსაც აქვთ ძალიან სერიოზული რეპუტაციული პრობლემები“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.