ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს

თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.
ბოკუჩავა პროკურატურის მხრიდან აღნიშნული საქმის გამოძიებას „აბსურდს“ უწოდებს და ამბობს, რომ გამოძიება საერთაშორისო აქტორების ჩართულობით უნდა ჩატარდეს.
„პროკურატურის მხრიდან რაიმეს გამოძიება, მაშინ, როდესაც თავად პროკურატურაც თანამონაწილეა ამ გაყალბების სპეცოპერაციის, ნონსენსი და აბსურდია. შესაბამისად, როგორც არაერთხელ განვაცხადე, არ ვაპირებ პროკურატურასთან თანამშრომლობას. გამოძიება, რომელიც უნდა შედგეს, აუცილებელია, რომ საერთაშორისო აქტორებისგან დაკომპლექტდეს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება, რათა გამოვლინდეს გაყალბების ის მასშტაბი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.