ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

თინა ბოკუჩავა - როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხის გუშინდელი „ისტორიული არჩევანი ივანიშვილმა მოიპარა“.
„ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა. ეს არის ქართველი ხალხის ნების ტოტალური უგულებელყოფა. რეალურად, ადგილი ჰქონდა, რუსული ტიპის სპეცოპერაციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი. ივანიშვილმა მიიტაცა ეს გამარჯვება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.