ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - როგორც ყოველთვის, მაკკეინის სახელობის კონფერენციას „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ცდილობენ ქვეყანა მოაქციონ საერთაშორისო იზოლაციაში

თინა ბოკუჩავა - როგორც ყოველთვის, მაკკეინის სახელობის კონფერენციას „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ცდილობენ ქვეყანა მოაქციონ საერთაშორისო იზოლაციაში

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ტრადიციულად არ მონაწილეობს სენატორ მაკკეინის კონფერენციაში, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ქვეყანას აქცევენ სრულ იზოლაციაში.
„სენატორი მაკკეინი იყო საქართველოს დიდი მეგობარი, სხვათა შორის პრეზიდენტი სააკაშვილის პერსონალური მეგობარი. მაკკეინის სახელობის კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან ტრადიციად საქართველოსთვის, მაგრამ მასში ტრადიციულად არ იღებს მონაწილეობას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის პარტიის არცერთი წევრი. როგორც ყოველთვის ისინი ბოიკოტს უცხადებენ ამ კონფერენციას, რაც კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ცდილობენ ქვეყანა მოაქციონ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს მხოლოდ გაჭირვებას, სიდუხჭირეს, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი 26 ოქტომბერს და ავირჩიოთ კეთილდღეობა ევროპაში, უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რაც მოიტანა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.