თინა ბოკუჩავა - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ხალხი 26 ოქტომბერს გადაარჩენს

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის“, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსულ კანონთან დაკავშირებით“, ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს, საკუთარი არჩევანით გადაარჩენს.
„უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.