ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის - ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ!

თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იდევნება უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის - ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ!

პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და პარტიის ლიდერები „ვივამედის“ ეზოში შეიკრიბნენ.
“პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ და ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.