ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც ევროატლანტიკური არჩევანი გააკეთეს, ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც ევროპული კეთილდღეობის შანსს გვართმევს

თინა ბოკუჩავა - პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც ევროატლანტიკური არჩევანი გააკეთეს, ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც ევროპული კეთილდღეობის შანსს გვართმევს

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს ანტიდასავლური ხელისუფლება ართმევს ევროპული განვითარების შანსს. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ყურადღება ამიტომაც არის გამახვილებული. აღნიშნული განცხადებით, თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას, რომ აშშ საქართველოში არჩევნებს „ახლოდან დააკვირდება“.
„პარტნიორები ხედავენ, რომ პროდასავლურ ქართველ ხალხს, რომლებმაც გააკეთეს ევროატლანტიკური არჩევანი, დღეს ჰყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომელიც გვართმევს ევროპული კეთილდღეობის შანსს. სწორედ ამიტომ არის ასეთი გაფაციცებული ყურადღება საქართველოზე და არჩევნებზე, რომელიც 10 დღეში გველოდება, რომ ამ არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის ნება. ეს, მათ შორის, არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი ვერ გაბედავს ქართველი ხალხისთვის საკუთარი არჩევანის მოპარვას – არჩევანის, რომელიც აუცილებლად ევროპული იქნება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.