თინა ბოკუჩავა - მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის, სიმართლის და ისტორიის სწორ მხარეს, „ქართული ოცნება“ კი ხალხს მოუწოდებს, მათ შორის ამ ბანერებით, რომ აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული

მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის, სიმართლის და ისტორიის სწორ მხარეს, „ქართული ოცნება“ კი ხალხს მოუწოდებს, მათ შორის ამ ბანერებით, რომ აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, ევროპაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ პერსპექტივაზე.
„მთელი თავისუფალი სამყარო დგას უკრაინის მხარეს, სიმართლის მხარეს და ისტორიის სწორ მხარეს, სადაც რუსეთი მარცხდება და აუცილებლად დამარცხდება თავისუფალი სამყაროს წინაშე. ჩვენ კი ვხედავთ, მათ შორის ამ ბანერებზე, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოუწოდებს, აირჩიონ სიბნელე, რუსეთი, უკუსვლა, წარსული და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევანს გააკეთებენ მომავალზე, ევროპაზე, მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და საქართველოს ღირსეულ პერსპექტივაზე,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.