თინა ბოკუჩავა – მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს – დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ

მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს , – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვება.
ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა.
„ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის , რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს, ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსოლიდაცია აუცილებელია დღეს, როდესაც გამარჯვება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მართლა არის ჩამოშლის პირას, ამაზე მიუთითებს ბოლო საკადრო გადაადგილებაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას