თინა ბოკუჩავა – მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს – ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის სურს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით, ხელისუფლების მიზანია, ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სარწმუნოების, ეკლესიის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს.
„ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია, მათ შორის თავად ეკლესიის პოზიციაც. როგორც მე მოვისმინე, მათთვისაც ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა [ხელისუფლების მხრიდან] ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ექნება. მას ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის, მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება, რაც უძვირფასესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ამ წუთებში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ხელისუფლების ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები არიან შეკრებილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა