ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობაზე დატოვა, შესაბამისად, კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფარსში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს

ივანიშვილმა სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ცესკო-ს თავმჯდომარე თანამდებობაზე დატოვა, შესაბამისად, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ფარსში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაცვლად იმისა, რომ როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია მითითებული, ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეულიყო ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, რომ მას ჰქონდეს საზოგადოებრივი ნდობა, კვლავ სუს-ის და პარტიული დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ცესკო-ს თავმჯდომარე დატოვა ივანიშვილმა თანამდებობაზე.
აბსოლუტურად მესმის, რომ ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არარსებობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ხედავს ამ ფარსში მონაწილეობის აზრს და შესაბამისად, იძულებულია შესარჩევი კომისია დატოვოს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.