ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე - ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში

ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების ნაცვლად.
„იცით, რომ ყირგიზეთმა მიიღო მსგავსი ტიპის კანონი, რომელიც ასევე მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ზოგადად კრიტიკული აზრის გაჩუმებას ქვეყანაში. ფაქტია, რომ დღესდღეობით, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში და საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ნაცვლად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.