ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები - რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები - რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას

ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ამის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები - რეჟიმი იქცევა ზუსტად ისე, როგორც პუტინი, იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამყარებს დიქტატურას, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ ყველაფერმა უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
„სრულ ინკვიზიციას ახდენს ივანიშვილი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. წინასაარჩევნოდ ხალხს ჰპირდებოდა ევროპულ მშვიდობას და ევროპული მშვიდობის ნაცვლად მივიღეთ რუსული რეპრესიები, რუსული რეჟიმი, სწორედ ისე, როგორც პუტინი აკეთებს. ასეთ მდგომარეობაში იმყოფება დღეს, სამწუხაროდ, საქართველო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავნებდეთ, ხელები ჩამოვყაროთ, პირიქით, ამან უნდა გაგვაძლიეროს, რადგან საქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს გავიდეს სამშვიდობოს და გახდეს ევროპული, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.