ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ასევე, შეხვედრებს ატარებს სხვადასხვა დელეგაციასთან, მათ შორის აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელთან, კონგრესმენ ჯო ვილსონთან.
„ალექსეი ნავალნის მკვლელობის შემდეგ, პუტინის რეჟიმის მხრიდან, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობით და ყველას ესმის, რომ მისი გათავისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.