პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი

თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი

ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, რეჟიმის ძალიან მალე დასრულებაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მეტყველებს.
„ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება. ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი რამე, მათ შორის ის შემართება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სასამართლო დარბაზებში პოლიტიკური პატიმრების მხრიდან. ასევე არჩილ მუსელიანცი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა, არის კიდევ ერთი მაგალითი ბრძოლის, არა მხოლოდ პოლიტპატიმრებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ჩართულია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.