ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქალ ლიდერებთან ერთად შეხვედრებს აგრძელებს

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში ქალ ლიდერებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეხვედრებს აგრძელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის მოწვევით, შეხვედრა შედგა, მათ შორის ევროპარლამენტარ ევა მაიდალთან, მრეწველობის და ენერგო რესურსების კომიტეტიდან მირიამ ლექსმანთან და ისაბელ ვიზელერ ლიმასთან, საგარეო კომიტეტიდან ანა ასიმაკოპოლუსთან, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტს ხელმძღვანელობს, უსაფრთხოების კომიტეტიდან რასა იუკნევიჩიანესთან და ლენა დუპონტან, რომელიც მიგრაციის თემაზე მუშაობს ევროპარლამენტში.
საუბარი შეეხო ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების გაღრმავებას. საქართველოს კონტექსტში მნიშვნელოვანია გაწევრიანების პროცესის ეკონომიკური განზომილების გამოყენება, მათ შორის ქალებისთვის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივის გაჩენა საქართველოში ევროპული კაპიტალის გამოყენებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.