ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

თინა ბოკუჩავა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოფიციალური, ორმხრივი შეხვედრა გამართეს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ვალენსიაში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის ფარგლებში შედგა.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის დროს თინა ბოკუჩავამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს მომავალზე, უსაფრთხოებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე ისაუბრეს.
„პარტიის თავმჯდომარემ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და უპირობო გათავისუფლების აუცილებლობაზე, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის თაობაზე, ისევე როგორც უახლოეს მომავალში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე”, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.