ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა და გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ

თინა ბოკუჩავა და გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და პარტიის წევრი, გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრა გაიმართა, სადაც ასევე, ევროკომისრები აირჩიეს.
„დღეს დავესწარით ისტორიულ კენჭისყრას, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენი და ასევე, ევროკომისრები აირჩიეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.