ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი მარინა კალიურანტს შეხვდნენ

თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი მარინა კალიურანტს შეხვდნენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობის“ ლიდერი გიგი წერეთელი ესტონეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს და ევროპარლამენტის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან მარინა კალიურანტს შეხვდნენ.
პარტიის ლიდერების განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე იყო, სადაც აუცილებლად საქართველოს ევროპულმა მომავალმა უნდა გაიმარჯოს.
„მოგეხსენებათ, რომ სწორედ ამ ფრაქციის წევრი იყო „ქართული ოცნება“, ვიდრე აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფი „ოცნებას“ ანტიევროპული ნაბიჯების და პოლიტიკის გამო არ დაატოვებინეს“, - ნათქვამია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.