ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ

თინა ბოკუჩავა - გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ

გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „გახარია - საქართველოსთვის“ წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე არ გამოჩენასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები პრეზიდენტთან გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ და მზად არიან ნებისმიერი კოორდინაციისთვის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის „ქოლგის ქვეშ“ წარიმართება.
„გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ და იქნებიან თანამონაწილე ნებისმიერი მაგვარი პროცესის, რომელიც წარიმართება პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ, კონკრეტულად, ამ ბრიფინგზე რატომ არ იყო, ბუნებრივია არ ვარ უფლებამოსილი ამაზე ვისაუბრო, თუმცა სრული კონსოლიდაციაა მათ შორის საზოგადოებრივი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების”, - განაცხადა ბოკუჩავამ .

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.