ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, ბოკუჩავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.
„ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა სენატორ კარდინს ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის, რომელიც მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც „საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში“ პასუხისმგებელნი არიან.
შეხვედრაზე ასევე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების საკითხზე ისაუბრეს“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.