ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია

თინა ბოკუჩავა - არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია

ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაციიდან ივანიშვილის პარტიის წევრები მოისმენენ იმას, რომ ამ არჩევნებს ვერ და არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, რაც ბუნებრივია, არის საფუძველი ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის, რასაც ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვითხოვთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მათ შორის, არც ევროკავშირისგან, რადგან საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის სრულიად ნათელია, რომ ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, მოხდა თავისუფალი ნების უგულებელყოფა უამრავი სხვადასხვა მაქინაციით და მათ შორის, ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის მასობრივი დარღვევით,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. "ქართულმა ოცნებამ" კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.