ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე

არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" ქართველი ხალხისგან პასუხს არჩევნებზე მიიღებს.
„ეს იყო "რუსული კანონი" შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევით იგი ჩავარდა, რის შედეგადაც საქართველომ ისევ ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არის "რუსული კანონი" დღესაც. ამ ჩავარდნილი კანონით ახლა ხელისუფლება ვერც ჩავარდნილ ეკონომიკას გადაფარავს და ვერც ევროპულ მომავალს წაართმევს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ მთავარ პასუხს ქართველებისგან მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე",-განაცხადა ბოკუჩავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.