არქივი14 მაისი, 2024, 09:36
,, თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა” – ნინო წილოსანი
თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
“თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი – მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ – ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.