ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავამ აღიარა , რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში- ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე

თინა ბოკუჩავამ აღიარა , რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში- ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციაზე
მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი არის “ბრიუსელს დავანახოთ, რომ არსებობს ალტერნატიული ძალა….”.
ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, თავი ქუდში ექნებათ.
„SOS! დიდი აღიარება ოპოზიციის მხრიდან!. დღეს ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პირდაპირ ეთერში პირდაპირ აღიარა, რომ თურმე ოპოზიციის გაერთიანების მთავარი მიზანი ის ყოფილა, რომ ვციტირებ “ბრიუსელს დავანახოთ რომ არსებობს ალტერნატიული ძალა….”
ანუ, მათთვის მთავარია, რომ ამ არჩევნებზე ბრიუსელმა, და ვაშინგტონმა დაუჭირონ მხარი და თუ ეს მოხდება, რომ იტყვიან თავი ქუდში ექნებათ. დანარჩენს იმედია ხვდებით.
მე ველოდი ამ აღიარებას და კარგია რომ გაკეთდა. დარწმუნებული ვარ მომავალშიც იქნება, რადგანაც მხარდამჭერი ძალაც და მაცოცხლებელი წყაროც მათთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონშია და არა საქართველოში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
Previous: სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როგორც რუსი გენერლის დანაშაულს იძიებს, ასევე შეიძლება გამოიძიოს სააკაშვილის საქმეც, თუკი მისი დანაშაული გამოიკვეთება. სწორედ ამიტომ ატეხა განგაში სააკაშვილმა

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.