თიკო ერაძე: ეკა ჭიჭინაძის ჩივილის საფუძველზე პარლამენტმა აკრედიტაცია შემიჩერა არადა, ისე ჰქონდა ტელეფონი მოშვერილი ჩემკენ… (ვიდეო)

ჟურნალისტი, თიკო ერაძე:
მოვიდა უსტარი‼️‼️‼️
ეკა ჭიჭინაძის ჩივილის საფუძველზე პარლამენტმა აკრედიტაცია შემიჩერა😂 არადა, ისე ჰქონდა ტელეფონი მოშვერილი ჩემკენ, ნებართვად ჩავთვალე
“წერე, წერე, ჩემო ეკა,
მტერს დაასე ისარიო,
თუ მწერალი არ გამოხვალ,
წერას მაინც ისწავლიო”.

P.s. სერიოზულად კი, მთელი დარბაზის დასანახად რომ გაქვს აშვერილი ტელეფონი, როგორ გადავიღო ისე, რომ ეკრანი არ გამოჩნდეს? რა კადრიც არ უნდა გადამეღო, ეკას ტელეფონის ეკრანს მაინც ვერ ავცდებოდი და ზოგადად, არაფერ შუაშია ივანიშვილის მორიგი მარიონეტის ჩივილი და მისი ეკრანი, მითუმეტეს, რომ არანაირი პირადი ინფორმაცია, მიმოწერა ან რამე ამ ეკრანზე არ იკითხებოდა, დიდი ხანია ნერვებს ვუშლი და დაიღალნენ🥹 ქოცო, რა საწყალი ხარ

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…