,, თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ქოცებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ” – სააკაშვილი

26
მიხეილ სააკაშვილი  ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ეს თითქმის არავინ იცის, მაგრამ 2005-ში როცა გადავწყვიტე ტურიზმის სწრაფი განვითარება, ჩემი გადაწყვეტილებით გაუქმდა საზაფხულო დრო (ე.ი. საათის ერთი საათით წინ გადაწევა აღარ იყო საჭირო), რაც გარდა იმისა, რომ ქართველების ჯანმრთელობისთვის იყო კარგი, ასევე უადვილებდა ევროპელ და უკრაინელ ტურისტებს ზაფხულში საქართველოში გადაწყობას.
ასე მაგალითად, მას შემდეგ რაც გუშინ ევროპელებმა საათი გადაწიეს, მათ და ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ 2 საათია, ხოლო უკრაინასთან ქართველებს ერთი საათიღა რჩებათ განსხვავება. თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ ქოცებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც არ შეუძლიათ.“

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს