არქივი13 სექტემბერი, 2024, 11:12
თითქმის ერთი წლის წინ საქართველოს ნაკრებთან მატჩში ტრავმირებულმა გავიმ ვარჯიში დაიწყო
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" 20 წლის ნახევარმცველი გავი მოედანზე დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი იოგები გასული წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებთან მატჩში გაიტყვიტა და უქმოობა თითქმის 1 წელი მოუწია.
გავიმ ვარჯიში განაახლა და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მალე თამაშსაც შეძლებს. გასულ სეზონში მან ტრავმის გამო "ბარსელონას" ფორმა ლა ლიგის მხოლოდ 12 შეხვედრაში მოირგო, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.