ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თითოეულ პოლიციელს, გომელაურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობას ვუხდი არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის – კახა კალაძე

კახა კალაძე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო საზოგადოებას თავს ესხმის – თბილისის მერი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს ძალის გამოყენებასა და სამართალდამცველების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
“მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ახდენდნენ” – აცხადებს კალაძე და ამტკიცებს, რომ გუშინდელი აქციის მონაწილეები პოლიციელებს თავდასხმას ახორციელებდნენ.
თბილისის მერი მთავრობის ბრიფინგიდან “წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრის და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის” ვახტანგ გომელაურსა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მადლობას უხდის.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას ახდენდნენ. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე. ხდებოდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფები. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გაცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრის და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის”, – ამბობს კალაძე

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.