თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა

თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა
“საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის იმ მოთხოვნების შესახებ, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გაკეთებულიყო.
როგორც ჩიხელიძე წერს, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე, ვაშაძე, რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ.
ექსპერტის თქმით, არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის.
“ფუჭი აღმოჩნდა ოპოზიციის ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ გაუძლო ზეწოლას, ოპოზიცია კი მორიგ ჯერზე დამარცხდა. დღეს პაპუაშვილის ბრიფინგი იყო სრული ლუსტრაცია, თუ როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია და როგორი უნდა იყოს ქვეყნის მოღალატე ადამიანის სახე. მაგალითად აქუბარდია, დეკანოიძე ვაშაძე და ა.შ. რომლებიც მთავრობას უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებდნენ, ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და უკრაინის დახმარების კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ჩათრევის გეგმა იყო. არათუ საქართველო, არამედ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ერიდებოდნენ, რაც სწორი და მართებული პოზიცია არის. რომ არაფერი ვთქვათ სანქციების საკითხზე, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის არის და ყველა ქვეყანა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, მათ შორის მოლდოვა, რომელიც ჩვენზე წინ უსამართლოდ დააყენეს და დღემდე რუსეთთან აქტიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს.
საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს ოპოზიციის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, რადგან მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში, რაც ოპოზიციის მიზანი იყო და არის, ომის სიმძიმე ყველას შეგვეხებოდა.”- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის